საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ბორჯღალოსნები იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიის გუნდთან ანგარიშით 22:25  დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა ქულები მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა. ქართველთა მეათე ნომერმა 5 ჯარიმის გატანა შეძლო, ამასთან ლელოს დადება მოახერხა და რეალიზაციაც ზუსტად დაარტყა.

შეხვედრის დასაწყისში, მასპინძლებმა 9:0 დაწინაურება მოახერხეს, თუმცა იაპონელმა მორაგბეებმა სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და შესვენებაზე 9:13 უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარში, ზემოთ ნახსენები კვირიკაშვილის ლელოსა და ზუსტი საჯარიმო დარტყმების წყალობით, ბორჯღალოსნები 22:13 იგებდნენ. საბოლოოდ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს და ბოლო წამს კოსო ონოს მიერ შესრულებული არეკნის წყალობით გამარჯვება მოახერხეს.

შემდეგ შეხვედრას, ქართველი მორაგბეები 24 ნოემბერს, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები