საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ბორჯღალოსნები იაპონიასთან შეხვედრისთვის ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ბორჯღალოსნები უკვე ერთი კვირაა მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგისა და ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბეს ტანა უმაგას ხელმძღვანელობით  ვარჯიშობენ. გასამართი მატჩებისთვის, ჰეიგმა გუნდში 31 მოთამაშეს უხმო. სხვადასხვა მიზეზების გამო, ნაკრებს გიორგი ჩხაიძე, ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლაშა მალაღურაძე და დიმიტრი ბასილაია ვერ დაეხმარებიან.  ქვემოთ გთავაზობთ ბორჯღალოსნების შემადგენლობას. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის გუნდთან გამართავს. შეხვედრა 15:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

15 ირაკლი ყიასაშვილი
14 ირაკლი მაჩხანელი 
13 დავით კაჭარავა 
12 მერაბ შარიქაძე 
11 სანდრო თოდუა 
10 მერაბ კვირიკაშვილი 
9 ირაკლი აბუსერიძე (კაპ)
1 დავით ხინჩაგიშვილი 
2 შალვა მამუკაშვილი 
3 დავით ზირაქაშვილი 
4 გიორგი ნემსაძე 
5 ლევან დათუნაშვილი 
6 შალვა სუთიაშვილი 
7 ვიტო კოლელიშვილი 
8 მამუკა გორგოძე 

სათადარიგოები

23 თედო ზიბზიბაძე; 22 ლაშა ხმალაძე; 20 გიორგი ბეგაძე; 16 ირაკლი ნატრიაშვილი; 
17 მიხეილ ნარიაშვილი; 18 დუდუ ქუბრიაშვილი; 19 ვახტანგ მაისურაძე; 21 გიორგი თხილაიშვილი; 

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

კომენტარები