ქართული რაგბი

ტანა უმაგა თბილისშია

ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე  ტანა უმაგა თბილისშია.  კარიერის განმავლობაში, უმაგას ზელანდიელთა რიგებში 74 მატჩში 36 ლელო  აქვს გატანილი, ამჟამად კი “ქაუნთის მანუკაუს” მწვრთნელია.  საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, დანიშვნისთანავე დადო პირობა, რომ ტანა უმაგას თბილისში აუცილებლად მოიწვევდა და აასრულა კიდეც. ამ ეტაპზე, უცნობია განიხილება თუ არა მოსფლიო რაგბის ლეგენდისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა, ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ უმაგა ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტ-მატჩებისტვის მომზადებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები 17 ნოემბერს იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 24 ნოემბერს ფიჯის ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს

კომენტარები