ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ადვოკატ დავით დეკანოიძის თქმით, მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს განჩინება და წინასწარი პატიმრობა თავდებობით ან გირაოთი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალია გადაყვანილია გლდანის იზოლატორში და მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო საჩივარს მისი მიღებიდან 72 საათში განიხილავს.

 

კომენტარები