სასჯელაღსრულების სამინისტრო

დღეს 59 პატიმარი გათავისუფლდა

სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 59 პატიმარი გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით , გათავისუფლებულთა შორის ქალები და არასრულწლოვნებიც არიან.

პატიმრობიდან გათავისუფლებულთა შორის არიან - 2004 წელს დაკავებული ყოფილი ვიცეპრემიერი, ამირან ქადაგიშვილი და 2006 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული თემურ ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტმატიმრად აღიარებულ მელორ ვაჩნაძეს, ის ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებას არ დასთანხმდა.

სოზარ სუბარის განმარტებით, ვაჩნაძემ ,,თავის დროზე განცხადება ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში შეიტანა’’, რომელიც არ დაკმაყოფილდა და მან ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჩნაძე ციხეში დაელოდება.

 

 

კომენტარები