ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის 333-ე და 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წაუყენეს. ახალაიას ადვოკატების განცხადებით, ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ჯანაშიას განმარტებით, 143-ე მუხლი სავარაუდოდ 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

133-ე მუხლით, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს მეოთხე ბრიგადის მეთაურს, ზურაბ შამათავასაც, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. შეგახსენებთ, ამავე მუხლით ბრალი წაეყენა გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძეს.

ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. 

კომენტარები