თელასი

თელასის გაფიცულმა თანამშრომლებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს

სააქციო საზოგადოება თელასის გაფიცულმა თანამშრომელებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ განცხადება თელასის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, მალხაზ ღომიაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, თელასის გენერალური დირექტორი მზად არის თანამშრომელთა მოთხოვნები სრულად შესრულდეს. ამ დროისთვის დაწერილია კომპანიის ხელმძღვანელობის 13 წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება.

რაც შეეხება თელასის ყოფილ თანამშრომლებს, რომელთა სამსახურში დაბრუნებასაც გაფიცულები ითხოვდნენ, მალხაზ ღომიაშვილის განმარტებით, მათი ნაწილის სამსახურში აღდგენის შესახებ განკარგულება უკვე გაცემულია, ხოლო სრული პროცედურა სავარაუდოდ 12 ნოემბერს დასრულდება. 

კომენტარები