პრემიერ-მინისტრი

ივანიშვილი: ქვეყანაში კანონმა უნდა იბატონოს და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ

„ქვეყანაში კანონმა უნდა იბატონოს და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ თუ ძალამ“, - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დაკავების კომენტირებისას. 
პრემიერმინისტრი პირობას დებს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის საქმეს პირადად გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაია, 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში 6 სამხედრო მოსამსახურისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავა. გამთენიისას კი იმავე საქმეში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

კომენტარები