ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა გია ქავთარაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ. 
შეგახსენებთ, რომ გია ქავთარაძე 2005-2007 წლებში იუსტიციის მინისტრი იყო. ამ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. ქავთარაძის მინისტრობის  პერიოდში მოხდა ციხის ბუნტი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სწორედ ამის გამო, კახი კალაძის მოადგილედ გია ქავთარაძის დანიშვნას, საზოგადოების ნაწილი პროტესტით შეხვდა.
„ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია. არ მსურს, რომ ჩემ გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან“, – აღნიშნავს გია ქავთარაძე საგანგებო განცხადებაში.

კომენტარები