ენერგეტიკის სამინისტრო

კალაძე: ენმ-ს გაზპრომის შემდეგ თემა აღარ დარჩა და რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ

თქვენ იცით, რომ მე ხვალ ვაპირებ პარლამენტში მისვლას - იცით, რომ საუბარი იქნება ენერგეტიკაში მიმდინარე პროექტებზე. რა გავაკეთეთ ამ სამი წლის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სამომავლოდ. გაზპრომზეც იქნება ალბათ შეკითხვები. თქვენ იცით, რომ ნაციონალური მოძრაობა გაზპრომთან გარკვეულწილად ცდილობდა, რომ შემოტევები ყოფილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მათ ფაქტიურად, თემა არ დარჩათ არაფერი. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა და აი, მოიფიქრეს, რომ ვიღაცამ თითქოს მიუტანა გადარიცხვის ფურცელი, რომ კახა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადაურიცხეს მილიონ ასი ათასი ამერიკული დოლარი.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა არჩევანის ეთერში უარყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ცნობილმა კრიმინალმა" დავით ქარსელაძემ ენერგეტიკის სამინისტროს "მშენებლობისთვის" 1 100 000 დოლარი ჩაურიცხა.

კომენტარები