ინციდენტი

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს, გიორგი გაჩეჩილაძეს, სასამართლომ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა, რის შემდეგაც ის პატიმრობიდან გათავისუფლდება.

გირაოს გადახდის ვადად ოცი დღე განისაზღვრა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გირაო დღესვე იქნება გადახდილი. 

როგორც პროკურორი გიორგი მოსაშვილი აცხადებს, ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის, რომ გიორგი გაჩეჩილაძე „არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი და დროულად გამოცხადდა დაკითხვაზე“.

გაჩეჩილაძის ადვოკატი, ლალი აფციაური აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება და კადრებში „არც ის ჩანს, რომ მას თან დანა ჰქონდა“.

შეგახსენებთ, გიორგი გაჩეჩილაძეს ბრალი ხულიგნობის ბრალდებით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქ­მე ეხე­ბა 27 ოქ­ტომ­ბერს, კა­ფე გა­ლე­რის­თან მომ­ხდარ ჩხუბს, რომ­ლის დრო­საც კა­ფეს დაც­ვის ერთ-ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი ირაკ­ლი ცინ­დე­ლი­ა­ნი და­იჭ­რა.

კომენტარები