ენერგეტიკის სამინისტრო

კალაძე: დაგეხმარებით, სამუშაოს დაუბრუნდეს ყველა პროფესიონალი, რომელიც უკანონოდ იქნა გათავისუფლებული

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე თელასის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც თავს უკანონოდ გათავისუფლებულებად მიიჩნევენ.  
„ჩემთვის ცნობილია, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, როგორც თქვენ აცხადებთ, 125 ადამიანი. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ. ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში დასაქმების თვალსაზრისით. ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც პროფესიონალია და რომელიც უკანონოდ იქნა გათავისუფლებული”, - განაცხადა მინისტრმა.  
კალაძე აქვე განმარტავს, რომ  თელასი კერძო საკუთრებაა, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრო მაინც იზრუნებს ყველა თანამშრომლის უფლებების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ თელასის ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებაში კომპანიის კომერციულ დირექტორს, ზურაბ არსოშვილს ადანაშაულებენ.

კომენტარები