საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდშია

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კახა კაჭარავას შეგირდებს ჯგუფიდან გასასვლელად ისლანდიის ნაკრებთან შეხვედრაში, მხოლოდ მოგება მართებდა, რაც ქართველმა ახალგაზრდებმა წარმატებით მოახერხეს.

მატჩი საქართველოსა და ისლანდიის ასაკობრივ ნაკრებებს შორის ზაგრებში გაიმართა და საბოლოოდ ქართველთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. ბაჩანა არაბულმა ორჯერ მოახერხა ისლანდიელთა კარის დალაშქვრა და იმის მიუხედავად, რომ მაკედონიელმა მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, ანგარიში უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დამატებულ დროში, გეგეჩკორმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და შედეგად საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 

ჯგუფის მასპინძელმა, ხორვატიის ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრებს სძლია და პირველი ადგილი დაისაკუთრა. ამრიგად, ხორვატიის ნაკრების შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაისაკუთრეს ქართველმა ახალგაზრდებმა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ისლანდიასა და აზერბაიჯანს ერგოთ.

კომენტარები