სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარმა სასჯელაღსრულებისა და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელები წარადგინა

სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაია ხასია, ხოლო სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად გურამ კერესელიძე წარადგინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე მათგანს დიდი გამოცდილება აქვს და მიუხედავად საქმის სირთულისა, ისინი წარმატებით შეძლებენ მოვალეობის შესრულებას.

„მაია ხასიას დანიშვნა მიანიშნებს ჩვენს ახალ  პრიორიტეტებზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სასჯელაღსრულების სფეროში“, - განაცხადა სუბარმა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ მაია ხასიამ განაცხადა, რომ ის პირველ რიგში ყველა დაწესებულებას ესტუმრება და იქ არსებულ სიტუაციას შეისწავლის. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ციხეების მონიტორინგში საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ჩართვა იქნება.

გურამ კერესელიძის თქმით კი, სამედიცინი დეპარტამენტის მთავარი მიზანი ციხეებში სიკვდილიანობის შემცირება იქნება. 

კომენტარები