გათავისუფლება

მალხაზ გულაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება

ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსისა” და ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელი, მალხაზ გულაშვილი, დღეს პატიმრობიდან გათავისუფდება. სოზარ სუბარმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

გულაშვილი წინა წლის ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტელეკომპანია ”კავკასიის” სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა.

2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია ”კავკასიის” გადაცემაში, მართლმადიდებელ ექსტრემისტთა ჯგუფმა, რომელსაც მალხაზ გულაშვილი მეთაურობდა, რამდენიმე ადამიანი სცემეს, რის შემდეგაც პოლიციამ ჯგუფის ზოგიერთი წევრი დააკავა.

 

კომენტარები