გათავისუფლება

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გამსახურდიას ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული პრეზიდენტმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა. მისი თქმით, ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა და ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრობიდან მისი გათავისუფლება სთხოვა.

გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ საღამოს დატოვა. მისი განცხადებით, იგი მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

კომენტარები