ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას დეპუტატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას დეპუტატებზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, კოალიცია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის, მათ დეპუტატებზე ზეწოლას არადემოკრატიული, არაკანონიერი გზებით ახორციელებს.

თაქთაქიშვილის თქმით, ზეწოლის ფაქტები ხორციელდება იმ დეპუტატებზე, რომლებიც გარკვეულ ბიზნესებს ფლობენ. გარდა ამისა, ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას მათი ნათესავების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარით; მუქარები ხორციელდება ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მათი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს არადემოკრატიული მეთოდებით კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების მცდელობას, ნაციონალური მოძრაობა ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს და მეტი დეტალების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებსაც მიაწვდის.

 

კომენტარები