ფინანსთა სამინისტრო

ნოდარ ხადური: მოსახლეობა სოლიდურ შეღავათებს მიიღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე ზამთარში ქვეყნის მოსახლეობა ტარიფებთან დაკავშირებით სოლიდურ შეღავათებს მიიღებს. 

მისი თქმით, საგადასახადო სფეროში ბევრი ცვლილების ჩატარებაა საჭირო. 

,,საკმაოდ სერიოზული მუშაობა გველის, ძალიან ბევრი ცვლილებაა ჩასატარებელი, მათ შორის როგორც სტრუქტურული, ისე საკანონმდებლო ცვილებები. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება ბიუჯეტს და საგადასახადო სფეროს. რაც შეეხება ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის ტარიფებს, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, შესაბამის სამსახურებთან ერთად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე წლის ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათიან მიიღებს."- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები