მთავრობა

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე რეგიონში რწმუნებულები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე რეგიონში რწმუნებულები დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

,,საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი იყენებს თავის უფლებამოსილებას."-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კახეთის რეგიონში რწმუნებულად ზურაბ ჭიაბერაშილი ინიშნება, იმერეთში ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში ზაზა გოროზია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გიორგი ჭელიძე. 

კომენტარები