ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის

ნაციონალური მოძრაობა უმცირესობის ფარგლებში რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. ამის შესახებ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის განმარტებით, რამდენიმე ფრაქცია საჭიროა იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ პარლამენტში მეტი დრო გამოსვლებისა და დებატებისას, მეტი ხმა ბიუროზე და მეტი სხვა საპარლამენტო ბერკეტი. მისივე თქმით, იმის თაობაზე, თუ რამდენ ფრაქციად განაწილდება უმცირესობა და ვინ უხელმძღვანელებს ამ ფრაქციებს, შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.

კომენტარები