საჯარო სამსახური

მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების საჯარო მოსამსახურეების ხელფასები გაიზრდება

”ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, გამგეობების და საკრებულოების წარმომადგენლების ხელფასები გაიზარდა.ცვლილება არ შეეხება თბილისისა და ბათუმის ადგილობრივ ხელისუფლებას არ ეხება.

თვითმმართველი ქალაქის მერების და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 270 ლარით, 2480-იდან 2750-მდე გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი იყო -1500 ლარი, გახდა - 2150 ლარი; მერის მოადგილისა იყო - 1250-დან - 2050-მდე გაიზარდა;  ხელფასები საშუალოდ 300 ლარით გაიზარდა. 

კომენტარები