საჯარო სამსახური

"იშვიათი და დეფიციტური" საქმის შემსრულებელი მოხელეები 30%-იან დანამატს მიიღებენ

ტაბულა

მთავრობა "იშვიათი და დეფიციტური" საქმის შემსრულებელ საჯარო მოხელეებს 30%-იან სახელფასო დანამატებს დაუნიშნავს. დადგენილებას, რომელიც ამ სახელფასო ნამატს განსაზღვრავს ეწოდება - "შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარაო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსურლებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ." უფრო მარტივ ენაზე კი ეს ნიშნავს, რომ ამ დადგენილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი პირები საჯარო სამსახურში უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.

მთავრობის ინიციატივით, ანაზღაურების მატება შემდეგი საქმის შემსრულებელ საჯარო მოსამსახურეებზე უნდა გავრცელდეს:

  • ანალიტიკოსი/ანალიტიკა
  • პროგრამისტი/პროგრამირება
  • საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი/ადმინისტრირება
  • საინფორმაციო სისტემის ინჟინერი/ინჟინერია და მართვა
  • ინფორმაციული უსაფრთხოება
  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი/კიბერუსაფრთხოება
  • საგადასახადო აუდიტი/აუდიტორი
  • აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი
  • მფრინავი/პილოტი/ავიასაწარმოების სერტიფიცირების ზედამხედველობის სპეციალისტი
  • ფრენის სამედიცინო უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი
  • ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი
  • სამოქალაქო ავიაციის საწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორი
  • ავიატექნიკოსი, საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სპეციალისტი
  • SAFA - უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმების ინსპექტორი
  • აეროდრომების/აეროპროტების ინსპექტორი
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობის ინსპექტორი
  • საავიაციო უშიშროების ინსპექტორი AVSEC
  • საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორი (ATM)/კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (CNS)
  • სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი (AIS)
  • მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი
  • საავიაციო ძებნა-შველის სპეციალისტი
  • სააერნაოსნო პროცედურების კარტოგრაფიული მომსახურების სპეციალისტი
  • სამოქალაქო ავიაციის საფინანსო ეკონომიკური ანალიზის სპეციალისტი
  • უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების სპეციალისტი
  • ჰიდროინჟინერი
  • საზღვაო კარტოგრაფი
  • საზღვაო-სანავიგაციო რუკების კორექტორი/სპეციალისტი
  • ჰიდროლოგიური კვლევის ინჟინერი
  • საზღვაო სინოპტიკოს-მეტეოროლოგი
  • რადიო ნავიგაციური საშუალებების სპეციალისტი

დადგენილების მიხედვით, საჯარო უწყებებმა, რომელთა საშტატო ნუსხებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციათა ერთობლიობის შესაბამის თანამდებობას/პოზიციას 2018 წლის 15 თებერვალმდე უნდა მიაწოდონ საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.

 

კომენტარები