კანონპროექტი

ხმალაძე: ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად თავისუფალი კონკურენციის სააგენტო შეიქმნება

კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ახალი პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს თავისუფალი კონკურენციას შესახებ.

ხმალაძის განმარტებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ მოამზადა და კანონის მიღების შემდეგ შეიქმნება თავისუფალი კონკურენციის სააგენტო.

,,ეს სააგენტო იქნება უფლებამოსილი აკონტროლოს ბაზარი და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი იარაღი ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად.’’-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

კომენტარები