მთავრობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იქნება

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იქნება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ თავად მურმან დუმბაძემ განაცხადა.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის ფორმირებას, დუმბაძის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

,,ბიძინა ივანიშვილის თხოვნა იყო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთოთ აჭარის მთავრობის ფორმირების პროცესში, განიხილება ძალიან ბევრი კანდიდატურა, მათ შორის ისინიც, ვინც მედიაში სახელდება, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ამის დრო. ერთადერთი გადაწყდა, რომ მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე-სპიკერი ვიქნები.’’-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები