აქცია

ზუგდიდში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიათან ირაკლია ალასანიას მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ზუგდიდში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ირაკლი ალასანიას ხმები გაუყალბეს.

აქციას ირაკლი ალასანიაც შეუერთდა და მხარდამჭერებს დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა, რადგან დემონსტრაცია საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლის.

შეგახსენებთ, დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­თან არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი, აქ­ცი­ე­ბის შეწ­ყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს.

კომენტარები