საქართველო-ისრაელი

ისრაელი ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

ისრაელი ქართველ ხალხს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს.

,,ისრაელი საქართველოს მთავრობასა და ხალხს ულოცავს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რომლის მოწმენიც რამდენიმე დღის წინ გავხდით და  რომელმაც ეუთო-ს დამკვირვებლების მოწონება დაიმსახურა.’’-ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელის სახელმწიფო გამარჯვებას ულოცავს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილის და უაღრესად დადებითად აფასებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ წვლილს.

,,ისრაელის მიზანი შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაა, როგორც სახელმწიფო, ასევე  საზოგადოებრივ დონეზე."-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები