ასავალ-დასავალი

სახალხო დამცველი ასავალ-დასავალის სტატიას ეხმიანება

”დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივას” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 
სახალხო დამცველი 2012 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ ასავალ - დასავალში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. სტატიას - ამოიცანით ჯალათები - თან ახლავს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლების პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი). ”აშაკარაა საზოგადოების მაღალი ინტერესი ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისადმი. ამავე დროს, სტატიაში გამჟღავნებულია ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემები, რომლებიც იძლევა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტატიაში ჩამოთვლილი პირების და მათი ოჯახების წევრების მიმართ აგრესია და მათი უფლებების დარღვევა” - აცხადებს სახალხო დამცველის პატარატი. 
განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს ”გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეულ ფაქტზე, ამავდროულად მოუწოდებს მედია საშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მოქალაქეებს". 
 

კომენტარები