არჩევნები 2012

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი დასკვნა წარმოადგინა. მისიაში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც შეიცავდა უხეშ რიტორიკასა და ნაკლოვანებებს, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება,“ - განაცხადა 2 ოქტომბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტონინო პიცულამ.

მის თქმით, „პროცესმა აჩვენა დემოკრატიული არჩევნებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური თავისუფლებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება და ჩვენ მოველით, რომ საბოლოო შედეგები ამომრჩეველთა ნებას ასახავს“.

როგორც დამკვირვებელთა დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარებისკენ“. თუმცა, „აღსანიშნავლია ცალკეული საკვანძო საკითები“.

დასკვნის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ, თუმცა პოლარიზებულ და დაძაბულ გარემოში ჩატარდა. წინაასარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა ერთის მხრივ, კანდიდატის თანამდებობირივ უპირატესობებს, მეორე მხრივ, პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს.

წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას მისია აღნიშნავს, რომ გამოხატვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში დაცული იყო, თუმცა ადგილ ჰქონდა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ძალადობისა და დაშინებას, რაც უარყოფითად აისახებოდა წინასარჩევნო გარემოზე.

ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალი ნდობით სარგებლობდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე იყო.

არჩევნების დღე, დამკვირვებელთა შეფასებით, იყო წყნარი და მშვიდობიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამკვირვებლებმა არჩევნების დღის ყველა ეტაპი დადებითად შეაფასეს, თუმცა, მათი აზრით, შეინიშნებოდა პროცედურული ხარვეზები.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ აღნიშნა, ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და მიმართონ თავიანთი ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად“.

„გიშინდელმა არჩევნებმა ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტების როლი, როცა ისინი პროფესიონალურად და მიუკერძოებლად მოქმედებენ“, - განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვულჩანოვმა. თუმცა, მისი თქმით, სამართლებრივი სისტემა საჭიროებს დახვეწას და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

 

კომენტარები