არჩევნები2012

ფანჯიკიძე : უამრავ უბანს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ

 კოალიცია ქართული ოცნების პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ბოლო ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, მესტიაში საარჩევნო უბნებში შესულია პოლიცია. თბილისში გლდანის რაიონის თითქმის ყველა უბანთან მობილიზებულია სპეცრაზმი. ხაშურში კი სააჩევნო უბნები დაკავებული აქვთ ხელისუფლების ადგილობრივ ლიდერებს.

„ჩვენთვის ეს ფაქტები შემაძრწუნებელია. უამრავ უბანს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. დილასთან შედარებით მდგომარეობა შეუდარებლადაა დამძიმებული. ეს ინფორმაცია ჩვენ უკვე მივაწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უწყებათაშორის კომისიას. ველოდებით მათგან რეაგირებას“ -განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები