არჩევნები2012

საგანელიძე : უბნების გარშემო შევქმნათ ცოცხალი ჯაჭვი

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით საგანელიძემ მოსახლეობას საარჩევნო უბნების გარშემო შეკრებისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ცოცხალი ჯაჭვი, არ უნდა დავუშვათ ხმების გაყალბება. ყველას მინდა მოვუწოდო შევიკრიბოთ და შემოვარტყათ რკალი უბნებს, რათა გარედან არ მოხდეს რაიმე სახის ზეწოლა. ამით ჩვენ სიმშვიდესა და სიწყნარეს უზრუნველვყობთ“ - განაცხადა საგანელიძემ.

ტაბულას კითხვაზე, იღებს თუ არა მოსალოდნელ ექსცესებსა და გართულებებზე კოალიცია პასუხისმგებლობას, საგანელიძემ განაცხადა, რომ საკუთარ მომხრეებზე ის პასუხს აგებს, სხვისაზე კი სხვამ იზრუნოს.

დავით საგანელიძის განცხადებას ჩიორა თაქთაქიშვილმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. მან საგანელიძის მოწოდებას პროვოკაციული უწოდა. ბრიფინგის სრულ ვიდეოჩანაწერს აქვე გთავაზობთ.

კომენტარები