არჩევნები 2012

ცესკო: 12 საათისთვის აქტივობა 25.5%-ია

ცესკომ მორიგი ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის თქმით, 12 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 25.5%-მა მიიღო.

ცესკო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიულეტენებსა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის განსხვავებას. პრესსპიკერის თქმით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამომრჩეველთა ნაწილი სპეციალურ საარჩევნო უბნებზე (სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო და ა.შ) ან საზღვარგარეთ იმყოფება.

სპიკერი გამოეხმაურა მარნეულის მე-80 უბანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც პარტიის წევრი ჩაერია კომისიის მუშაობაში, რამაც უბნის ჩვეულ რეჟიმში მუშაობა შეაფერხა. ცესკომ მოუწოდა პარტიის წარმომადგენლებს, ნუ აფერხებენ კომისიის მუშაობას. 

პრესსპიკერის თქმით, ამ დროისთვის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობას.

კომენტარები