არჩევნები 2012

ცესკო: ამ მომენტისთვის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

ცესკომ რიგით მეორე ბრიფინგი ჩაატარა. პრესსპიკერის თქმით, ამ მომენტისთვის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარაობს. 

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 10.3%-მა. დეტალურ ინფორმაციას ოლქების მიხედვით აქტივობის შესახებ ცესკო რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

ცესკოს პრესსპიკერმა მომხდარ დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საჩხერეში 33-ე უბანზე მიიტანეს 25-ე უბნის ბეჭედი. ცესკო იმსჯელებს თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მომხდარ ფაქტს არჩევნებზე.

პრესსპიკერის თქმით, არჩევნების პროცესი ჩაიშალა რუმინეთში, ბუქარესტში, სადაც 24 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ცესკოს თქმით, ამის მიზეზი საარჩევნო კომისიის ორი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოუცხადებლობა გახდა.

პრესპიკერისთ თქმით, რუსთავის მე-16 უბნის ხელმძღვანელს დილით თავს დაესხნენ, რის გამოც ის ვეღარ ასრულებს მოვალეობას. მის მოვალეობებს კომისიის მოადგილე შეასრულებს.

მარტვილის ოლქში გაიტაცეს გადასატანი სია. სია დაბრუნებულია და საქმეს პოლიცია იძიებს.

პრესსპიკერი გამოეხმაურა ზოგიერთ უბნებზე ბიულეტენებსა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის განსხვავებას. მისი თქმით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ზოგიერთი ამომრჩეველი სპეციალურ უბანზე (სამხედრო სამსახურში, საავადმყოფოში და ა.შ.) ან საზღვარგარეთ იმყოფება.

ცესკო გამოეხმაურა დამკვირვებლებისთვის ბეჯების არ დაბეჭდვის საკითხსაც. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული ოცნების პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ავრცელებდა. ცესკოს სპიკერის თქმით, არცერთ ორგანიზაციას არ მიუმართავს ცესკოსთვის ბეჯების არ დაბეჭდვის შესახებ. მისი თქმით, ყველა დამკვირვებელს ბეჯი აქვს და გასაკვირია, რომ დამკვირვებლების ნაცვლად ამის შესახებ პოლიტიკური პარტია საუბრობს.

 

 

კომენტარები