არჩევნები 2012

სიების მონიტორინგი იწყება

სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ კომისიის წევრები სამაგიდო სიებსა და მათ მიერ გადამოწმებულ სიებს, ერთმანეთს შეადარებენ. სიებს მონიტორინგს დღის განმავლობაში 32 მონიტორი გაუწევს. მონიტორინგი, მთელი საქართველოს მასშტაბით, შერჩევითობის პრინციპით განხორციელდება. გარდა ამისა, ამომრჩეველს შეეძლება სიაში აღმოჩენილი ცდომილების შესახებ ინფორმაცია კომისიას თავად მიაწოდოს. ამ მიზნით კომისიის ოფისში მთელი დღის განმავლობაში  ცხელი ხაზი იმუშავებს.

კომენტარები