არჩევნები 2012

ხარატიშვილის განმარტება ბიულეტენებთან დაკავშირებით

ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა თბილისის მე-18  სკოლაში N9 უბანზე მისცა ხმა. მან აქვე განმარტა თუ რატომ არის ზოგიერთ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა სიის რაოდენობაზე ნაკლები.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას აკლდება ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ციხეში, ან სამხედრო სამსახურში, ან  იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. არ შეიძლება ბიულეტენი ერთიდაიგივე პიროვნებაზე გავგზავნოთ ფოთშიც და მაგალითად ნიუ-იორკშიც. აქედან გამომდინარე, სტატუსიანი ამომრჩევლების ბიულეტენების რაოდენობა ნაკლებია  ყველა ოლქში,“ -  განაცხადა ხარატიშვილმა.

ცესკო ჟურნალისტებს ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ყოველ საათში ერთხელ გააცნობს. ამასთან, ყველას შეუძლია ისარგებლოს 24-საათიანი ცხელი ხაზით, რომლის ნომერია 2 51-00-51. ასევე - ონლაინ მომსახურებითაც: ამომრჩევლებს შეუძლიათ დარღვევებზე ონლაინ ოპერატორს შეატყობინონ.

ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით ჯერ დარღვევები არ ყოფილა.  მისივე თქმით, უბნებზე სიმშვიდეა და ამომრჩეველს თავისუფლად ეძლევა საშუალება მშვიდ და წყნარ გარემოში მისცეს ხმა.

კომენტარები