არჩევნები 2012

კაციტაძე: ქართული ოცნების განცხადება საიდუმლო შენობის შესახებ ბოდვაა

სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ ქართული ოცნების წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

კაციტაძის თქმით, განცხადება თითქოს ცესკოსთან საიდუმლო შენობაა, ამ შენობაში სპეცრაზმია და შენობა ცესკოსთან გვირაბით არის დაკავშირებული, ბოდვასთან მიახლოვებული პოზიციაა. კაციტაძემ ბრალდება ბომბეი-ლონდონის გვირაბის გათხრის ბრალდებას შეადარა.

კაციტაძემ ქართული ოცნების წარმომადგენლები სია-ს ოფისში მოიწვია და განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში დააკვირდნენ თუ როგორ მუშაობს ოფისი და მას სპეცრაზმთან რა კავშირი აქვს.

კაციტაძის განცხადებით, სია-ს ოფისი დღესაც მუშაობს, მას 32 მონიტორი ჰყავს საარჩევნო უბნებზე, რათა მოხდეს სამაგიდო სიებისა და სიების დაზუსტების კომისიის მიერ შედგენილი სიის შედარება. 

კომენტარები