არჩევნები 2012

ცესკო: ხმის მიცემა დაიწყო და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ბრიფინგი ჩაატარა. ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ყველა უბრანი ამ მომენტისთვის გახსნილია და ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ცესკო ბრიფინგს ყოველ 2 საათში ერთხელ გამართავს და მოსახლეობას ამომრჩევლის აქტივობის და დარღვევების შესახებ აცნობებს. პირველი ინფორმაცია ამომრჩევლის აქტივობის შესახებ 10 საათის შემდეგ გავრცელდება.  

ამასთანავე მოქმედებს ცესკოს ცხელი ხაზი 2510051 და ონლაინ ოპერატორი, სადაც ამომრჩეველს დარღვევების შესახებ ცესკოსთვის ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.

კომენტარები