არჩევნები 2012

უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში

საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) მონაცემებით, აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 304, 930 შეადგენს. აჭარის მასშტაბით 6 საარჩევნო ოლქი და 351 უბანი მოქმედებს. ამომრჩეველი 21 დეპუტატს ირჩევს. მათგან 15 პროპორციული, ხოლო 6 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 9 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.

უსკო-ს არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარები