არჩევნები 2012

საქართველოში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო

საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეეძლებათ. ქვეყნის პარლამენტს მოქალაქეები 4 წლის ვადით ირჩევენ.
150 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში, მოსახლეობა 77 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევს. 73 ადგილს კი მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები დააკომპლექტებენ. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქი და ოთხიათასამდე უბანი იმოქმედებს. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება.  
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა და ყველა დაინტერესებული მხარის სრულფასოვნად ინფორმირების მიზნით დილის 08:30 სთ-დან ყოველ ორ საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

კომენტარები