არჩევნები 2012

შსს-ს განცხადება რეგიონებში ფულის დარიგების ფაქტებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს მიხედვით, ინფორმაციას ასეთი ფაქტების შესახებ ის რეგიონებიდან იღებს. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა, პოლიცია მოსყიდვის ფაქტებში შემჩნეული პარტიების წარმომადგენელთა დაბარებისა და დაკითხვისგან თავს იკავებს.

ინფორმაციის გადამოწმების პარალელურად, შსს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.

კომენტარები