კრიმინალი

გარდასვლილი ბავშვის მამა პოლიციაში დაკითვაზე იმყოფება

სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანის მამა პალიკო რაფალიანი გურჯაანის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო ექსპრესნიუსი შს გურჯაანის სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, მან ადვოკატზე უარი თავად თქვა.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, საღამოს, 10 თვის ბარბარე რაფალიანი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მომხდარში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულეს, რომლის წევრები, მათი მტკიცებით, ბავშვის დეიდას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

 

კომენტარები