არჩევნები 2012

ცესკო: არჩევნებისთვის ყველაფერი მზადაა

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით, დღის ბოლომდე ყველა უბანს ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიც გადაეცემა.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეკლამას, ის დღის ბოლომდე იქნება დაშვებული, არჩევნების დღეს კი, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამა აიკრძალება.

აზარაშვილისვე განცხადებით, უკვე მოქმედებს შეზღუდვა, რომელიც არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში ყველანაირი საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ეხება.

 

კომენტარები