ხანძარი

Liberty Tower-ში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

დღეს, 29 სექტემბერს დილიდან"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში, Liberty Tower-ში, რომელსაც 28 სექტემბერს ცეცხლი გაუჩნდა, აღდგენით სამუშაოები დაიწყო

"Liberty Tower დაზღვეულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევოკომპანიაში, Chartis Group-ში, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში 70 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის წლიური შემოსავალი 30-დან 40 მილიარდი დოლარის ფარგლეში მერყეობს,"– ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისის ბოლო, მეთხუტმეტე სართულზე ხანძარი გუშინ 17 საათზე გაჩნდა, შენობის მეთხუთმეტე სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა.

"ლიბერთი ბანკი" 29 სექტმბერს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ბანკი ქვეყნის ყველა რეგიონში 200 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქვს ასევე 100 მოძრავი სერვის-ცენტრი და 800 ათას პენსიონერს ემსახურება.

 

კომენტარები