დაპატიმრება

ქუთაისის ციხის თანამშრომელი პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

დღეს, 29 სექტემბერს, სამართალდამცავებმა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, ამჟამად  კუთაისის #2 საპყრობილის კონტროლიორი, ირაკლი ამირანაშვილი დააკავეს.

ამ დროისთვის პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამინური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის # 8 საპყრობილისა და ქუთაისის #2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
"გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით გეცნობებათ", - აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები