ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე დაკავებულ, შპს სენტიმენტალ ჯიემჯის წარმომადგენელ გოჩა ყულეჭიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულს ბრალი 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.
კომპანია სენტიმენტალ ჯიემჯის წარმომადგენელი გოჩა ყულეჭაშვილი სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროსის, შოთა ხიზანიშვილის განარტებით, აღნიშნული კომპანია პასუხისმგებელი იყო ქლორის ავზის უსაფრთხოების წესების დაცვაზე
ერთი კვირის წინ ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მოწამლულთაგან ერთი ადამიანი, 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, რამდენიმე დღის წინ ავზის მფლობელი კომპანიის, შპს კრისტალის ხელმძღვანელს, ლევან დათუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.