დაპატიმრება

ამერიკელ ფინანსისტს 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსისტი ალან სტენფორდი თაღლითური სქემის ორგანიზებისთვის გაასამართლეს და 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

62 წლის ფინანსისტის ორგანიზებული სქემის შედეგად, ათობით ათასმა ადამიანმა საერთო ჯამში 7 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის სასმართლომ მიიჩნია, რომ სტენფორდი ხელმძღვანელობდა ფინანსისტ ბერნარდ მედოფის ,,ფინანსური პირამიდის’’ მსგავსი სქემით, რომელსაც ადამიანებისთვის 50 მილიარდი დოლარის ზარალის მიყენების გამო 150 წლით აქვს პატიმრობა მისჯილი.

თავად ალან სტენფორდი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

კომენტარები