არჩევნები 2012

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ მომავალ თაობას აშენებულ საქართველოს გადავცემთ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით ნაციონალური მოძრაობის შეკრება დასრულდა. მხარდამჭერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა:

„ეს არის ყველაზე გრანდიოზული მიტინგი, რაც კი ოდესმე ჩვენ ქვეყანაში გამართულა! მინდა მივმართო კანონიერ ქურდებს, იმ ხალხს, ვინც წლების მანძილზე მართავდა საქართველოს: აქ მათ არავინ ელოდება, შეუძლიათ უკან დააბრუნონ თვითმფრინავის ბილეთები! 2004 წელს, როცა ქუთაისში ჩავედი, ამ ნაძირლებს მთელი ქალაქი დაშინებული ჰყავდათ. დღეს მათ აღარაფერი ესაქმებათ ჩვენს ქვეყანაში!

სამ დღეში საქართველო უმნიშვნელოვანეს არჩევანს გააკეთებს. ჩვენი ერი არასდროს მდგარა ასეთი არჩევანის წინაშე! საქართველოს ისტორიაში უამრავი მოღალატე ლიდერი იყო. დღეს საქართველოს ჰყავს ერთიანი ერი, მოღალატეები კი მარგინალიზირებულები არიან! ჩვენ დანგრეული საქართველო მივიღეთ და მომავალ თაობას აშენებულ საქართველოს გადავცემთ!“

კომენტარები