არჩევნები 2012

სანდრა ელისაბედ-რულოვსი: ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ იდეალური საზოგადოება!

დინამო არენაზე მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე მხარდამჭერებს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ-რულოვსმაც მიმართა:

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დღეს მხარი დაგვიჭირა! აქეთ რომ მოვდიოდი, უამრავი ადამიანი დავინახე... დღეს ქსანში გახლდით. იმ 700 საწოლიდან, რომელიც ქსნის ტურებკულოზის ცენტრშია, 200 ჩემი მშობლიური ქალაქიდანაა ჩამოტანილი, იმ ქალაქიდან, სადაც ჩვენი უფროსი ვაჟი დაიბადა 17 წლის წინ... დღეს საქართველოში ათობით საავადმყოფო შენდება. უკვე დასრულებულია 150 და კიდევ რამდენიმეს მალე გავხსნით...

ცხადია, მეც მაწუხებს ის, რის გამოც სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ, მაგრამ მინდა, რომ საქართველო იყოს სამაგალითო და ჰუმანური ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია ამას მივაღწიოთ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ იდეალური საზოგადოება.“

კომენტარები