საგარეო ვაჭრობა

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა, იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1 763.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1%-ით), ხოლო იმპორტი 4 800.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3%-ით). საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3 037.1 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.

2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (291.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (230.4 მლნ. აშშ
დოლარი) და ყაზახეთი (208.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი
საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2% იყო. პირველ სამეულში შედის: თურქეთი
(839.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (606.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (445.5 მლნ. აშშ დოლარი).

ასევე, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.2% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (964.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (836.8 მლნ. აშშ
დოლარი) და ჩინეთი (497.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი
ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 576.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის
32.7%-ია. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 126.5 მლნ. აშშ
დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.2%), ხოლო მესამე ადგილზე - ფეროშენადნობები 82.4
მლნ. აშშ დოლარით (4.7%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო - 721.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15%. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 422.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 217.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5%).

კომენტარები