არჩევნები 2012

გიგი უგულავა: თუ გსურთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულნი, ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას!

ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, მხარდამჭერებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიმართა:

„ჯერ კიდევ გვაწუხებს უამრავი რამ, მაგრამ არაფერია იმაზე მწარე, როცა არ იცი რა ჩააცვა შვილს, ან რა აჭამო. ჩვენ მოვალთ თქვენთან და დაგეხმარებით ახალი პროფესიების დაუფლებაში, დაგეხმარებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ წახვიდეთ სახლიდან სამსახურში და არა სახლიდან ეზოში და პირიქით. თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულნი, მაშინ ხმა მიეცით ნაციონალური მოძრაობის დასაქმების პროგრამას!“

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა: „კადრებმა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ჩვენი ქვეყნის წარსული გამახსენა, როცა ასეთი საშინელი ფაქტები ყველგან ხდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ რაღაც გამოგვეპარა და ამიტომ, თანავუგრძნობ პატიმრების ოჯახებს, მაგრამ ვიტყვი, რომ ახლა დროა ძალადობამ სამუდამოდ დატოვოს ჩვენი საპატიმროები.“

კომენტარები