საქართველო-აშშ

აშშ–ის ელჩი პარტიებს არჩევნების დღეს სიმშვიდის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს მოუწოდებს, თავიანთი ქმედებებითა და რიტორიკით ხელი შეუწყონ სიწყნარესა და სიმშვიდეს არჩევნების დღეს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა თავისუფალ გარემოში შეძლონ.

აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდი სამეგრელოს რეგიონში იმყოფება, სადაც არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირებლის რანგში, წინასაარჩევნო ვითარებასა და მედიაგარემოს ეცნობა.

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში. სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წლის შემდეგ აშშ–ის მთავრობა საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად 120 მილიონი დოლარით დაეხმარა. შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს. ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს და საქართველოს მონდომებას, შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტები.” - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები